fbpx

განათავსე და განკარგე ინვესტიცია მარტივად

Index | Wealth Management გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს

VII

მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველო  VII ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის წამოწყება და განვითარება მარტივი და მოსახერხებელია.

II

2023 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მშპ-ის დარგებში უძრავ ქონებას II ადგილი უჭირავს.

100 000$

უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც შეიძენს 100 000$-ის ღირებულების უძრავ ქონებას, სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს ოფიციალური ცნობა ბინადრობის შესახებ.
საქართველო 1992 წლიდან არის ICSID კონვენციის წევრი და 33 ქვეყანასთან აქვს მოწერილი ხელი ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე (BIT). საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრაციის მეშვეობით ქვეყანამ მოიზიდა უცხოურ საკუთრებაში არსებული ბიზნესები, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველო VII ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის წამოწყება და განვითარება მარტივი და მოსახერხებელია. ქვეყანაში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. უცხოური საკუთრების შეზღუდვა არ არსებობს. გადახდისუნარიან ინვესტორს, უფლება აქვს საინვესტიციო და სხვა სახსრებიდან მიღებული შემოსავალი, საქართველოს ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში დააკონვერტიროს საბაზრო კურსით და ასევე შეუზღუდავად დააბრუნოს ის საზღვარგარეთ. ასევე, უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც შეიძენს 100 000$-ის ღირებულების უძრავ ქონებას, სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს ოფიციალური ცნობა ბინადრობის შესახებ.

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს (ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში – 200 ათას ლარს.), რომელიც საქართველოში ფლობს არანაკლებ 0.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას შეუძლია მოიპოვოს საქართველოში საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსი თუ მას საქართველოში აქვს ბინადრობის ნებართვა ან საქართველოდან იღებს არანაკლებ 25 ათსი ლარის წლიურ შემოსავალს.

საქართველოს რეზიდენტები საქართველოში იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომლის სტანდარტული განაკვეთია 20%, ხოლო ბინის გაქირავების ან გაყიდვისას – 5%.

წყარო: საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №60; 2023 წლის 1 მარტი; ქ. თბილისი

2023 წელს ბინების გაყიდვები წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას. 2023 წელს თბილისში 2.9 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც 9.9%-იანი წლიური ზრდის მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მშპ-ის დარგებში უძრავ ქონებას II ადგილი უჭირავს. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2023 წელს, თბილისში, ახალი ბინების გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხაზგასასმელია, რომ ფასები განსაკუთრებით გაიზარდა 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, სადაც 30.7%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ახალ ბინებზე 14.2%-ით. 2023 წლის ბოლოსთვის თბილისში ქირაზე დაფიქსირდა წლიური 5.1%-იანი შემცირება, თუმცა ეს მოცემულობა ორჯერ აჭარბებს 2021 წლის დონეს. აღსანიშნავია, რომ ეს განპირობებულია უძრავი ქონების ბაზრის დასტაბილურებით.

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს (ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში – 200 ათას ასევე, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3%).

საქართველოს სტრატეგიული მიზნები მჭიდროდაა დაკავშირებული ევროატლანტიკურ კურსთან. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა. ამასთანავე საქართველოს აქვს 98 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გაფორმებული.

IEP-ს კლევის “Safety Perceptions Index 2023”-ის მიხედვით საქართველო ბიზნესის წარმოების უსაფრთხოების კუთხით ევროპაში 11-ე, ხოლო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო FTA-ს დახმარებით უფრო მეტ ვიზიტორს ხვდება. 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა, რაც 30.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 27.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წყარო: Galt&Taggart

საინვესტიციო კალკულატორი

Info Icon

Most popular apartment sizes by type

Apartment price

Info Icon

The price is adjustable based on the client's individual terms and market conditions

Info Icon

We offer options with or without a down payment

Down payment $

Amount for internal installment

Info Icon

0% internal installment plan covers 40% of the apartment's value

Monthly payment for internal installment

Info Icon

40% of the apartment's value is spread over the internal installment period

ROI

Info Icon

The forecast is based on an analysis of the trends in the Tbilisi real estate market

Yearly rental income

Info Icon

It is calculated based on the average rental rate of a specific neighborhood

Payback Period

Price at project completion

Info Icon

It considers Tbilisi real estate trends by neighborhood and apartment type

Please enable JavaScript in your browser to complete this form.