fbpx

Avlabari By Index

გამწვანებული სივრცეები

კომპლექსი ქმნის თანამედროვე ცხოვრებისა და ურბანული კომფორტის იდეალურ ბალანსს. მისი მნიშვნელოვანი უპირატესობაა 4 000 მ²-მდე გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო.

გამწვანებული სივრცეები საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ხელს უწყობს სუფთა ჰაერისა და ჯანსაღი გარემოს შექმნას, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ამცირებს ხმაურსა და მტვერს, ხელს უწყობს ეკოსისტემის მდგრადობას.

ლობი და კონსიერჟის მომსახურება

ლობი და კონსიერჟის მომსახურება საცხოვრებელ კომპლექსში უზრუნველყოფს კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების მაღალ სტანდარტს. ამით თქვენი ყოველდღიურობა უფრო უსაფრთხო გახდება და დრო მეტად დაგეზოგებათ.

საბავშვო მოედანი

საბავშვო მოედანი ქმნის სივრცეს, სადაც ბავშვები სუფთა ჰაერზე აქტიურად დროის გატარებით ავითარებენ ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას. ხოლო, მშობლები მშვიდად და კომფორტულად დაისვენებენ კეთილმოწყობილ და მწვანე გარემოში.

საერთო სივრცე

მაცხოვრებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად და დროის სუფთა ჰაერზე გასატარებლად, საცხოვრებელი კომპლექსის მესამე სართულზე განთავსდება კეთილმოწყობილი საერთო სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ დაგეგმონ გასართობი აქტივობები და დღესასწაულები, ასევე გაასეირნონ ბავშვი ან შინაური ცხოველი.

სავარჯიშო დარბაზი

საცხოვრებელ კომპლექსში განთავსდება სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი, სადაც შეძლებთ ივარჯიშოთ კომპლექსიდან გაუსვლელად, თქვენი განტვირთვისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

ხედები შენი სახლიდან

პროექტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, ბოჭორმის ქ. 23-ში. მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ბინებიდან იშლება პანორამული ხედები ქალაქსა და მტკვარზე.