2022 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მშპ-ის დარგებში უძრავ ქონებას II ადგილი უჭირავს. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წელს, თბილისში, ახალი ბინების გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხაზგასასმელია, რომ ფასები განსაკუთრებით გაიზარდა 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, სადაც 30.7%-იანი ზრდა ფიქსირდება.
2.5%
2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, წინა კვარტალთან შედარებით.
27.8%
2023 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 27.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2.9%
2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა.
$316,000,000
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.