According to the World Bank’s assessment, Georgia ranks 7th among countries where starting and developing a business is easy and convenient.
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს (ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში – 200 ათას ლარს.), რომელიც საქართველოში ფლობს არანაკლებ 0.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას შეუძლია მოიპოვოს საქართველოში საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსი თუ მას საქართველოში აქვს ბინადრობის ნებართვა ან საქართველოდან იღებს არანაკლებ 25 ათსი ლარის წლიურ შემოსავალს.
საქართველოს რეზიდენტები საქართველოში იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომლის სტანდარტული განაკვეთია 20%, ხოლო ბინის გაქირავების ან გაყიდვისას – 5%.
წყარო: საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №60; 2023 წლის 1 მარტი; ქ. თბილისი
2023 წელს ბინების გაყიდვები წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას. 2023 წელს თბილისში 2.9 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც 9.9%-იანი წლიური ზრდის მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მშპ-ის დარგებში უძრავ ქონებას II ადგილი უჭირავს. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წელს, თბილისში, ახალი ბინების გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხაზგასასმელია, რომ ფასები განსაკუთრებით გაიზარდა 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, სადაც 30.7%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ახალ ბინებზე 14.2%-ით. 2023 წლის ბოლოსთვის თბილისში ქირაზე დაფიქსირდა წლიური 5.1%-იანი შემცირება, თუმცა ეს მოცემულობა ორჯერ აჭარბებს 2021 წლის დონეს. აღსანიშნავია, რომ ეს განპირობებულია უძრავი ქონების ბაზრის დასტაბილურებით.
საქართველოს სტრატეგიული მიზნები მჭიდროდაა დაკავშირებული ევროატლანტიკურ კურსთან. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა. ამასთანავე საქართველოს აქვს 98 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გაფორმებული.
Otar Oniashvili N28
Index | Wealth Management, All Rights Reserved 2024