fbpx

River Park By Index

დაბალი განაშენიანება

პროექტი დაბალი, 4-სართულიანი შენობებითა და ასევე დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმით გამოირჩევა, რაც თავის მხრივ მეტ სივრცესა და ჯანსაღ გარემოს გულისხმობს. ინფრასტრუქტურა, იდეალურად ინტეგრირდება ბუნებასთან და ასევე უზრუნველყოფს საზოგადოებაზე ორიეტირებული, ჯანსაღი გარემოს შექმნას. პროექტი მიმზიდველია ასევე მათთვის, ვისაც არ სურს იცხოვროს მაღალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში და ხიბლავს ბუნებასთან აქტიური ურთიერთობა. 

უნიკალური მიკროკლიმატი

River Park მდინარე მტკვრის პირას უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს. კვლევებით დასტურდება, რომ მსგავს მიკროკლიმატში ცხოვრება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ცხოვრების ხარისხს. 

სუფთა ჰაერი, მწვანე სივრცეებზე წვდომა და მრავალფეროვანი ეკოსისტემების არსებობა ხელს უწყობს ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ასეთი გარემოს მაცხოვრებლები ხშირად განიცდიან სტრესის დაბალ დონეს. სუფთა ჰაერი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, კოგნიტურ ფუნქციას და საერთო კეთილდღეობას.

რეკრეაციული სივრცეები

River Park-ის მაცხოვრებელთათვის მდგრადი გარემოს უზრუნველსაყოფად ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, 8,900 მ², ეთმობა მწვანე სივრცეებს: პარკები, სასეირნო და ველობილიკები და საბავშვო გასართობი სივრცეები.

პროექტში მწვანე სივრცეები და დამატებითი ინფრასტრუქტურა ერთ სულ მოსახლეზე 4-ჯერ აღემატება WHO-ს რეკომენდაციას. ჩვენი მიზანია შევქმნათ მდგრადი გარემო ცხოვრების ხარისხისა და გარემოს გასაუმჯობესებლად.

გამწვანებული სახურავები

პროექტს გამოარჩევს გამწვანებული და კეთილმოწყობილი სახურავები, რაც საკმაოდ დიდი იშვიათობაა თბილისში. ეს დამატებითი სივრცეები მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გაასეირნონ ბავშვი, შინაური ცხოველები ან დაგეგმონ გასართობი აქტივობები მეზობლებთან ერთად.

საცურაო აუზი

River Park – ის მაცხოვრებლებს კომპლექსიდან გაუსვლელად დახურული საცურაო აუზით სარგებლობა ნებისმიერ სეზონზე შეეძლებათ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებასა და დასვენებას შორის იდეალურ ბალანსს ქმნის და River Park-ის გარემოს დინამიურ და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცედ აქცევს.

სავარჯიშო დარბაზი

River Park-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ სავარჯიშო დარბაზით, საცხოვრებელი კომპლექსიდან გაუსვლელად, თქვენი განტვირთვისთვის და მაქსიმალური კომფორტისთვის.