INDEX | WEALTH MANAGEMENT გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს
მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო მე-7 ადგილს იკავებს, ბიზნესის მარტივად წამოწყებისა და განვითარების კუთხით.
ყველაზე მოთხოვნადი კვადრატულობები ბინის ტიპების მიხედვით
ფასი კორექტირებადია კლიენტის ინდივიდუალური პირობებისა და ბაზრის მდგომარეობის შესაბამისად
ბინის შეძენა შესაძლებელია, როგორც წინასწარი, ასევე წინასწარი შენატანის გარეშე
შიდა უპროცენტო განვადებით იფარება ბინის ღირებულების 40%
ბინის ღირებულების 40% ნაწილდება შიდა განვადების პერიოდზე
პროგნოზი ეფუძნება თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების ანალიზს
დათვლილია კონკრეტული უბნის საშუალო ქირის მაჩვენებლის მიხედვით
გათვალისწინებულია თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები, უბნისა და ბინის ტიპის მიხედვით
საქართველო ICSID კონვენციის წევრია 1992 წლიდან და 33 ქვეყანასთან აქვს ხელი მოწერილი ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე (BIT). საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრაციის მეშვეობით ქვეყანამ მოიზიდა უცხოურ საკუთრებაში არსებული ბიზნესები, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევის მიხედვით საქართველო VII ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის წამოწყება / განვითარება მარტივი და მოსახერხებელია (World Bank, 2019).
საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული საკუთრების უფლება. არ არსებობს უცხოური საკუთრების შეზღუდვა. გადახდისუნარიან ინვესტორს უფლება აქვს საინვესტიციო და სხვა სახსრებიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში დააკონვერტიროს საბაზრო კურსით და ასევე შეუზღუდავად დააბრუნოს ის საზღვარგარეთ.
უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც შეიძენს 100 000$-ის ღირებულების უძრავ ქონებას, სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს ოფიციალური ცნობა ბინადრობის შესახებ.
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს (ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მლნ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში – 200 ათას ლარს.), რომელიც საქართველოში ფლობს არანაკლებ 0.5 მლნ აშშ დოლარის ქონებას შეუძლია მოიპოვოს საქართველოში საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსი თუ მას საქართველოში აქვს ბინადრობის ნებართვა ან საქართველოდან იღებს არანაკლებ 25 ათსი ლარის წლიურ შემოსავალს.
საქართველოს რეზიდენტები საქართველოში იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომლის სტანდარტული განაკვეთია 20%, ხოლო ბინის გაქირავების ან გაყიდვისას – 5%. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №60; 2023 წლის 1 მარტი; ქ. თბილისი)
2023 წელს ბინების გაყიდვები წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრადი მოთხოვნით. 2023 წელს თბილისში 2.9 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც 9.9%-იანი წლიური ზრდის მაჩვენებელია.
2024 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მშპ-ის დარგებში უძრავ ქონებას III ადგილი უჭირავს. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში თბილისში 3 513 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა. ნოემბერში ფასები თვიურად 0.4%-ით გაიზარდა და 1 1მ2-ზე 1 312 შეადგინა. 2024 წლის ნოემბერში თბილისში სულ 282.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 18.2%-იანი ზრდაა.
საქართველოს სტრატეგიული მიზნები მჭიდროდაა დაკავშირებული ევროატლანტიკურ კურსთან. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა. ამასთანავე საქართველოს აქვს 98 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გაფორმებული.
IEP-ს კლევის “Safety Perceptions Index 2023”-ის მიხედვით საქართველო ბიზნესის წარმოების უსაფრთხოების კუთხით ევროპაში 11-ე, ხოლო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.
გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო FTA-ს დახმარებით უფრო მეტ ვიზიტორს ხვდება. 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.8 მლნ შემოსვლა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.5 %-ით მეტია. III კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 859.6 ათასია, რაც 4.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური)
ოთარ ონიაშვილის ქუჩა N28
Index | Wealth Management, ყველა უფლება დაცულია 2024