fbpx

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. შესავალი
https://index-wm.ge/-ს (შემდგომში – „ვებგვერდი“) ადმინისტრაცია პატივს სცემს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და ვალდებულია დაიცვას მათი კონფიდენციალურობა. პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკა (შემდგომში – „პოლიტიკა“) ასახავს თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც გვიზიარებთ „ვებგვერდზე“ ვიზიტისას, „ვებგვერდზე“ არსებული საკონტაქტო (ზარის მოთხოვნის) ფორმის შევსებისას ან ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას.

2. მონაცემები, რომელსაც ვაგროვებთ
თქვენ მიერ „ვებგვერდით“ სარგებლობისას და „ვებგვერდზე“ არსებული საკონტაქტო (ზარის მოთხოვნის) ფორმის შევსებისას ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებსა და ინფორმაციას:
• სახელი და გვარი;
• ტელეფონის ნომერი; და
• ელ. ფოსტის მისამართი.

3. როგორ ვიყენებთ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს
შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ და ვამუშავებთ შემდეგი მიზნებისთვის:
• თქვენ მიერ ზარის მოთხოვნის შესაბამისად გაყიდვების მენეჯერის მიერ თქვენთან დასაკავშირებლად;
• თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაწოდებლად;
• თქვენთვის ჩვენი შეთავაზებების მოსაწოდებლად; და
• მომსახურების გასაუმჯობესებლად.

4. მონაცემთა დამუშავების საფუძველი
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებსა და ინფორმაციას თქვენი თანხმობის საფუძველზე, რომელსაც აცხადებთ „ვებგვერდზე“ არსებული საკონტაქტო (ზარის მოთხოვნის) ფორმის შევსებისას.

5. მონაცემთა გაზიარება
ჩვენ არ გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებს თქვენი გაცხადებული თანხმობის გარეშე, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
• ჩვენ შეიძლება თქვენი ინფორმაცია გავუზიაროთ ჩვენს კონტრაქტორ მესამე პირებს, რომლებიც გვიწევენ დახმარებას „ვებგვერდის“ ოპერირებაში, ჩვენი ბიზნეს საქმიანობის წარმართვაში ან თქვენთვის მომსახურების გაწევაში იმ პირობით, რომ ეს პირებიც დაიცავენ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას;
• ჩვენ შეიძლება თქვენი ინფორმაცია ასევე გავამჟღავნოთ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ან ჩვენი ან სხვების უფლებების, ქონების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

6. მონაცემთა შენახვა, შეცვლა და წაშლა
თქვენ გაქვთ უფლება:
• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი;
• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა ან წაშლა;
• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეჩერება;
• უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე; და
• საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
თქვენს პირად მონაცემებზე წვდომის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას შემდეგ სატელეფონო ნომერზე: +995 032 2 880 888.

7. „ვებგვერდზე“ ვიზიტთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემების დამუშავება
თქვენი IP მისამართის, ვიზიტის დროის, ბრაუზერის პარამეტრების, ოპერაციული სისტემის და სხვა ტექნიკური ინფორმაციის შესახებ ჩანაწერების შენახვა ხდება „ვებგვერდის“ მონაცემთა ბაზაში. აღნიშნული მონაცემები საჭიროა ვებგვერდის შინაარსის სწორად გამოსაჩენად. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია ვიზიტორის ვინაობის დადგენა.

8. უსაფრთხოება
ჩვენ მივმართავთ ყველა გონივრულ ზომას, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, მთლიანობა და კონფიდენციალურობა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტით მონაცემების გადაცემის ან მონაცემთა ელექტრონულად შენახვის არც ერთი მეთოდი არ არის სრულად უსაფრთხო.

9. არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაცია
თუკი თქვენ ხართ 16 წლამდე არასრულწლოვანის მშობელი ან მეურვე და თუკი აღმოაჩინეთ, რომ არასრულწლოვანმა პირმა მოახდინა თავისი პერსონალური ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდება თქვენი თანხმობის გარეშე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: +995 032 2 880 888. აკრძალულია 16 წლამდე არასრულწლოვანი პირების პირადი მონაცემების გამჟღავნება მშობლის ან მეურვის ნებართვის გარეშე.

10. პერსონალური ინფორმაციის შენახვა
ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მანამ, სანამ აღნიშნული საჭირო იქნება იმ მიზნის შესასრულებლად, რომლისთვისაც ის შეგროვდა ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვადით.

11. ცვლილებები „პოლიტიკაში“
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დრო და დრო განვაახლოთ წინამდებარე „პოლიტიკა“. ჩვენ ვაქვეყნებთ „პოლიტიკაში“ ცვლილებების შესახებ ინფორმაციას „ვებგვერდზე“. ცვლილებები ძალაში შედის „ვებგვერდზე“ მათი გამოქვეყნებისთანავე. მიზანშეწონილია, თუკი პერიოდულად შეამოწმებთ წინამდებარე „პოლიტიკას“, რათა გაეცნოთ ცვლილებებს.

12. უკუკავშირი და დასკვნითი მუხლი
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით „ვებგვერდის“ ადმინისტრაციასთან დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგ ნომერზე: +995 032 2 880 888. „ვებგვერდის“ გამოყენებით და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე „პოლიტიკის“ დებულებებს. თუკი თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე „პოლიტიკას“, გირჩევთ თავი შეიკავოთ „ვებგვერდზე“ შემოსვლისგან.