პროექტი დაბალი, 4-სართულიანი შენობებითა და ასევე დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმით გამოირჩევა, რაც თავის მხრივ მეტ სივრცესა და ჯანსაღ გარემოს გულისხმობს. ინფრასტრუქტურა, იდეალურად ინტეგრირდება ბუნებასთან და ასევე უზრუნველყოფს საზოგადოებაზე ორიეტირებული, ჯანსაღი გარემოს შექმნას. პროექტი მიმზიდველია ასევე მათთვის, ვისაც არ სურს იცხოვროს მაღალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში და ხიბლავს ბუნებასთან აქტიური ურთიერთობა.
River Park მდინარე მტკვრის პირას უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს. კვლევებით დასტურდება, რომ მსგავს მიკროკლიმატში ცხოვრება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ცხოვრების ხარისხს.
სუფთა ჰაერი, მწვანე სივრცეებზე წვდომა და მრავალფეროვანი ეკოსისტემების არსებობა ხელს უწყობს ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ასეთი გარემოს მაცხოვრებლები ხშირად განიცდიან სტრესის დაბალ დონეს. სუფთა ჰაერი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, კოგნიტურ ფუნქციას და საერთო კეთილდღეობას.
River Park-ის მაცხოვრებელთათვის მდგრადი გარემოს უზრუნველსაყოფად ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, 8,900 მ², ეთმობა მწვანე სივრცეებს: პარკები, სასეირნო და ველობილიკები და საბავშვო გასართობი სივრცეები.
პროექტში მწვანე სივრცეები და დამატებითი ინფრასტრუქტურა ერთ სულ მოსახლეზე 4-ჯერ აღემატება WHO-ს რეკომენდაციას. ჩვენი მიზანია შევქმნათ მდგრადი გარემო ცხოვრების ხარისხისა და გარემოს გასაუმჯობესებლად.
ოთარ ონიაშვილის ქუჩა N28
Index | Wealth Management, ყველა უფლება დაცულია 2024