fbpx

საინვესტიციო გარემო

EASE OF DOING BUSINESS INDEX

მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო მე-7 ადგილს იკავებს, ბიზნესის მარტივად წამოწყებისა და განვითარების კუთხით.

პირველი ადგილი მშპ-ის დარგებში
2024 წლის მე-3 კვარტლის შედეგებით, მშპ-ის დარგებში უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებსა და მშენებლობას 18%-იანი წილით, პირველი ადგილი უკავია.
SAFETY PERCEPTIONS INDEX 2023

IEP-ს კლევის “Safety Perceptions Index 2023”-ის მიხედვით საქართველო ბიზნესის წარმოების უსაფრთხოების კუთხით ევროპაში მე-11, ხოლო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

საინვესტიციო კალკულატორი

Info Icon

ყველაზე მოთხოვნადი კვადრატულობები ბინის ტიპების მიხედვით

ბინის ღირებულება

Info Icon

ფასი კორექტირებადია კლიენტის ინდივიდუალური პირობებისა და ბაზრის მდგომარეობის შესაბამისად

Info Icon

ბინის შეძენა შესაძლებელია, როგორც წინასწარი, ასევე წინასწარი შენატანის გარეშე

წინასწარი შენატანი $

შიდა განვადებისას დასაფარი თანხა

Info Icon

შიდა უპროცენტო განვადებით იფარება ბინის ღირებულების 40%

შიდა განვადებისას ყოველთვიური გადასახადი

Info Icon

ბინის ღირებულების 40% ნაწილდება შიდა განვადების პერიოდზე

ინვესტიციის წლიური მომგებიანობა (ROI)

Info Icon

პროგნოზი ეფუძნება თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების ანალიზს

გაქირავებიდან მიღებული წლიური შემოსავალი

Info Icon

დათვლილია კონკრეტული უბნის საშუალო ქირის მაჩვენებლის მიხედვით

უკუგების ხანგრძლივობა

ღირებულება პროექტის დასრულებისას

Info Icon

გათვალისწინებულია თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები, უბნისა და ბინის ტიპის მიხედვით

საქართველო ICSID კონვენციის წევრია 1992 წლიდან და 33 ქვეყანასთან აქვს ხელი მოწერილი ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე (BIT). საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრაციის მეშვეობით ქვეყანამ მოიზიდა უცხოურ საკუთრებაში არსებული ბიზნესები, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევის მიხედვით საქართველო VII ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის წამოწყება / განვითარება მარტივი და მოსახერხებელია (World Bank, 2019).

საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული საკუთრების უფლება. არ არსებობს უცხოური საკუთრების შეზღუდვა. გადახდისუნარიან ინვესტორს უფლება აქვს საინვესტიციო და სხვა სახსრებიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში დააკონვერტიროს საბაზრო კურსით და ასევე შეუზღუდავად დააბრუნოს ის საზღვარგარეთ.

უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც შეიძენს 100 000$-ის ღირებულების უძრავ ქონებას, სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს ოფიციალური ცნობა ბინადრობის შესახებ.

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს (ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მლნ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში – 200 ათას ლარს.), რომელიც საქართველოში ფლობს არანაკლებ 0.5 მლნ აშშ დოლარის ქონებას შეუძლია მოიპოვოს საქართველოში საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსი თუ მას საქართველოში აქვს ბინადრობის ნებართვა ან საქართველოდან იღებს არანაკლებ 25 ათასი ლარის წლიურ შემოსავალს. საქართველოს რეზიდენტები საქართველოში იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომლის სტანდარტული განაკვეთია 20%, ხოლო ბინის გაქირავების ან გაყიდვისას – 5%. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №60; 2023 წლის 1 მარტი; ქ. თბილისი)
2023 წელს ბინების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრადი მოთხოვნით. 2023 წელს თბილისში 2.9 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც 9.9%-იანი წლიური ზრდის მაჩვენებელია. 2024 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მშპ-ის დარგებში უძრავ ქონებას II ადგილი უჭირავს. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში თბილისში 3 513 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6.5%-იანი ზრდაა. ნოემბერში ფასები თვიურად 0.4%-ით გაიზარდა და 1მ2-ზე 1 312 შეადგინა. 2024 წლის ნოემბერში თბილისში სულ 282.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18.2%-იანი ზრდაა.

საქართველოს სტრატეგიული მიზნები მჭიდროდაა დაკავშირებული ევროატლანტიკურ კურსთან. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა. ამასთანავე საქართველოს აქვს 98 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გაფორმებული.

IEP-ს კლევის “Safety Perceptions Index 2023”-ის მიხედვით საქართველო ბიზნესის წარმოების უსაფრთხოების კუთხით ევროპაში 11-ე, ხოლო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო FTA-ს დახმარებით უფრო მეტ ვიზიტორს ხვდება. 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.8 მლნ შემოსვლა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.5 %-ით მეტია. III კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 859.6 ათასია, რაც 4.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური)

შეავსეთ ფორმა და დაგიკავშირდებით

Please enable JavaScript in your browser to complete this form.