წყარო: geostat.ge
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველო 1992 წლიდან არის ICSID კონვენციის წევრი და 33 ქვეყანასთან აქვს მოწერილი ხელი ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე (BIT). საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრაციის მეშვეობით ქვეყანამ მოიზიდა უცხოურ საკუთრებაში არსებული ბიზნესები, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველო მე-7 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის წამოწყება და განვითარება მარტივი და მოსახერხებელია.
ქვეყანაში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. უცხოური საკუთრების შეზღუდვა არ არსებობს. გადახდისუნარიან ინვესტორს, უფლება აქვს საინვესტიციო და სხვა სახსრებიდან მიღებული შემოსავალი, საქართველოს ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში დააკონვერტიროს საბაზრო კურსით და ასევე შეუზღუდავად დააბრუნოს ის საზღვარგარეთ.
ასევე, უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც შეიძენს 100 000$-ის ღირებულების უძრავ ქონებას, სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს ოფიციალური ცნობა ბინადრობის შესახებ.
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს (ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში – 200 ათას ლარს.), რომელიც საქართველოში ფლობს არანაკლებ 0.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას შეუძლია მოიპოვოს საქართველოში საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსი თუ მას საქართველოში აქვს ბინადრობის ნებართვა ან საქართველოდან იღებს არანაკლებ 25 ათსი ლარის წლიურ შემოსავალს.
საქართველოს რეზიდენტები საქართველოში იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომლის სტანდარტული განაკვეთია 20%, ხოლო ბინის გაქირავების ან გაყიდვისას – 5%.
წყარო: საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №60; 2023 წლის 1 მარტი; ქ. თბილისი
2023 წელს ბინების გაყიდვები წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას. 2023 წელს თბილისში 2.9 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც 9.9%-იანი წლიური ზრდის მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მშპ-ის დარგებში უძრავ ქონებას II ადგილი უჭირავს. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წელს, თბილისში, ახალი ბინების გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხაზგასასმელია, რომ ფასები განსაკუთრებით გაიზარდა 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, სადაც 30.7%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ახალ ბინებზე 14.2%-ით. 2023 წლის ბოლოსთვის თბილისში ქირაზე დაფიქსირდა წლიური 5.1%-იანი შემცირება, თუმცა ეს მოცემულობა ორჯერ აჭარბებს 2021 წლის დონეს. აღსანიშნავია, რომ ეს განპირობებულია უძრავი ქონების ბაზრის დასტაბილურებით.
ასევე, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3%).
საქართველოს სტრატეგიული მიზნები მჭიდროდაა დაკავშირებული ევროატლანტიკურ კურსთან. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა. ამასთანავე საქართველოს აქვს 98 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გაფორმებული.
IEP-ს კლევის “Safety Perceptions Index 2023”-ის მიხედვით საქართველო ბიზნესის წარმოების უსაფრთხოების კუთხით ევროპაში 11-ე, ხოლო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.
გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო FTA-ს დახმარებით უფრო მეტ ვიზიტორს ხვდება. 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა, რაც 30.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 27.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
წყარო: Galt&Taggart
River Park by Index ახალი მრავალფუნქციური უბანია, რომელიც მდებარეობს დიღომი #8-ში მდინარე მტკვრის პირას უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში. კომპლექსი შენდება 30,000 მ2 მიწის ნაკვეთზე. პროექტი დაბალი, 4 სართულიანი შენობებითა და ასევე დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმით გამოირჩევა
რივერ პარკის სივრცე მოიცავს პარკებს, სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს. კომპლექსში ბინები 47 მ²-დან იწყება.
პროექტი ჩაბარდება 2024 წლის შემოდგომიდან.
Avlabari by Index მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში - ბოჭორმის ქუჩაზე, ავლაბარში. მშენებლობა მიმდინარეობს 8,000 მ²-ზე, ხოლო კორპუსი განლაგებულია 4,000 მ²-ზე. პროექტი 20 სართულიანია.
პირველ 2 სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები, ხოლო -3 სართულზე საპარკინგე სივრცე. ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და საბავშვო ზონა.
პროექტში შემავალი ბინების ფართობი იწყება 31,1 მ² -დან, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ძველ თბილისზე. პროექტი სრულდება 2026 წელს.
Gldani by Index მდებარეობს რ. შენგელიას ქუჩაზე, გლდანის ყველაზე ცენტრალურ და მოთხოვნად ადგილას. კორპუსი 18 სართულიანია.
პირველ 2 სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები, ხოლო -2 სართულზე საპარკინგე სივრცე.
პროექტში შემავალი ბინების ფართობი იწყება 32 მ² -დან. პროექტი სრულდება 2026 წელს. სრულდება 2026 წელს