Avlabari by Index თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარეობს. აღნიშნული პროექტი გამოირჩევა სტრატეგიული ადგილმდებარეობით, ხედებით ძველ თბილისზე და ყველა საჭირო დანიშნულების ობიექტთან სიახლოვით.
კომპლექსი ქმნის თანამედროვე ცხოვრებისა და ურბანული კომფორტის იდეალურ ბალანსს. მისი უპირატესობებია: 4 000 მ² გამწვანებული ეზო, საბავშვო მოედანი, სავარჯიშო დარბაზი, ჰიპერმარკეტი და მიწისქვეშა პარკინგი.
პროექტის ფართობი 8 000 მ²-ს შეადგენს. კორპუსი 20-სართულიანია, რომლის პირველი 2 სართული კომერციული ფართებისთვისაა განკუთვნილი. Avlabari by Index-ში ბინების ფასი 47 583 $-დან იწყება, მის შეძენას კი თქვენზე მორგებული პირობებით შეძლებთ. კომპანიაში მოქმედებს 0%-იანი შიდა 30-თვიანი განვადება და 0%-იანი პირველადი შენატანი. პროექტი სრულდება 2026 წელს.
გადახდის პირობები
• პროექტი სრულად დაფინანსებულია TBC ბანკის მიერ.
• Index | Wealth Management-ში მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ, მოქნილ და მაქსიმალურად მათზე მორგებულ გადახდის პირობებს, პირველადი 0%-იანი შენატანითა და 30 თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით.
Avlabari by Index გამოირჩევა სტრატეგიული ადგილმდებარეობით, ძველ თბილისზე ხედებით და ყველა საჭირო დანიშნულების ობიექტთან სიახლოვით შენობაშივე განთავსდება ჰიპერმარკეტი და სავარჯიშო დარბაზი. აქ აპარტამენტის შეძენა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
მეტრო 300 არაგველი - 5 წუთი
საჯარო პარკი - 10 წუთი
წინანდლის ბაღი - 7 წუთი
Საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - 8 წუთი
სკოლა - 5 წუთი
სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი - 8 წუთი
რიყის პარკი - 5 წუთი
ისანი მოლი - 4 წუთი
Საავადმყოფო - 2 წუთი
Სამების ტაძარი - 8 წუთი
ეს მდებარეობა უზრუნველყოფს მარტივ წვდომას სხვადასხვა დაწესებულებებთან.