Niabi by Index კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომლის მშენებლობა ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის უკან მიმდინარეობს. კომპლექსი გამორჩეულია არქიტექტურითა და ულამაზესი, პანორამული ხედებით ძველ თბილისზე. 5 სართულიან კომპლექსს ამშვენებს დიდი აივნები.
საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო, სადაც კომპლექსის მაცხოვრებლები დაისვენებენ და განიტვირთებიან სუფთა და ჯანსაღ გარემოში.
კომპლექსის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ლობითა და კონსიერჟის მომსახურებით, რაც მათ ყოველდღიურობას გაამარტივებს და უფრო კომფორტულს გახდის.
ასევე, მოეწყობა ინდივიდუალური სივრცეები, რომ დასვენება ან მუშაობა საცხოვრებელი კომპლექსიდან გაუსვლელადაც შეძლონ, ხოლო საერთო სივრცე აქტიური სოციალური ცხოვრების საშუალებას იძლევა.
პროექტის ერთ-ერთი უპირატესობაა კეთილმოწყობილი სახურავი. ეს საერთო სივრცე იდეალურია დასასვენებლად, მეგობრებთან ან ბავშვებთან დროის გასატარებლად და შინაური ცხოველის გასასეირნებლად.
კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე განთავსდება სპა და სავარჯიშო დარბაზი, რაც მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს დაკავდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით საცხოვრებელი სივრციდან გაუსვლელად.
პროექტის თითოეული სართულიდან იშლება პანორამული ხედები სამების საკათედრო ტაძარსა და ძველ თბილისზე, რაც ქმნის მყუდრო და ვიზუალურად მომხიბვლელ ატმოსფეროს.
ოთარ ონიაშვილის ქუჩა N28
Index | Wealth Management, ყველა უფლება დაცულია 2024